სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ლარიფანი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
ლატვიური ფარმაცევტული კომპანია "ლარიფანი"-ს წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე სრული განაკვეთით შემდეგ ქალაქებში:

** თბილისი;
** ბათუმი;
** ზუგდიდი;
** თელავი.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება მედიკამენტების პრეზენტაცია ექიმებთან და ფარმაცევტებთან;
** პორტფელში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება;
** შუალედურ მომხმარებელთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა;
** რეგულარული ანგარიშგება - რეპორტინგი ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** უცხო გარემოში სწრაფი ადაპტაციის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** ანაზღაურება გამოცდილებიდან გამომდინარე კონკურენტული, ფიქსირებული ხელფასი + ყოველთვიური ბონუსი გაყიდვებიდან, გეგმის შესრულების შემთხვევაში
** კარიერულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: info@larifan.ge

კანდიდატთა მხოლოდ შერჩეულ ნაწილთან მოხდება გასაუბრებისათვის დაკავშირება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე