ქოლ-ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქოლ-ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000229
ადგილმდებარეობა: თბილისი. სათაო ოფისი
კატეგორია: კლიენტთა მომსახურება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: შუა რგოლის მენეჯერი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება: აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
განათლება: ხარისხი: ბაკალავრი; სფერო: ბიზნესის მართვა; მენეჯმენტი.

ენები

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები

** გუნდის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
** პრობლემების მოგვარების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint)

სამუშაოს აღწერა

** დადგენილი პროცედურების შესაბამისად, ქოლ-ცენტრის საოპერაციო მართვა ყოველდღიურ რეჟიმში, მისი შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** ქოლ-ცენტრში შემომავალი ზარების აღრიცხვის პროცესის მონიტორინგი და ეფექტური კოორდინაცია. შემომავალ ზარებზე სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტის წარმომადგენლებთან;
** ქოლ-ცენტრის კონსულტანტების მიერ მომხმარებლისთვის, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდების უზრუნველყოფა, კოორდინაცია და კონტროლი;
** მომხმარებლის კმაყოფილებისა და სატელეფონო მარკეტინგული კვლევების ორგანიზება, შედეგების ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტის წარმომადგენლებთან;
** სატელეფონო გაყიდვების პროცესის მართვა/კოორდინაცია. პოტენციური მომხმარებლებისთვის კომპანიაში მიმდინარე გაყიდვების აქციების, ახალი პროდუქტების და სერვისების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** გამავალი ზარების დაგეგმვა და განხორციელების პროცესის მართვა/კოორდინაცია, ეფექტიანობის ანალიზი და სათანადო რეაგირება;
** პრობლემური სიტუაციების მართვა, პერიოდული ანალიზი და ანგარიშგება მენეჯმენტის წარმომადგენლებთან;
** მომხმარებელთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და სეგმენტაცია, ახალი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზების მიზნით;
** ქოლ-ცენტრის კონსულტანტების მიერ შესრულებული სამუშაოსა და მომსახურების სტანდარტის დაცვის კონტროლი. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მათი მუდმივი სწავლება და კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** ქოლ-ცენტრში ახალი თანამშრომლის მიღების ინიცირება, შერჩევის პროცედურაში მონაწილეობა და მის სამუშაო პროცესში ეფექტიანი ინტეგრირების უზრუნველყოფა;
** ქოლ-ცენტრის პროგრამული უზრუნველყოფის გამართული ფუნქციონირებისა და მისი შემდგომი დახვეწა/განვითარების უზრუნველყოფა IT დეპარტამანტთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან განსაზღვრული შინაარსით, ფორმითა და პერიოდულობით.

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/229
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე