მოლარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე
მომწოდებელი: სხივი+
გამოქვეყნდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 6 დეკ
კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯის აქსესუარების იმპორტიორ კომპანიას.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობის ეტიკეტის ცოდნა და მომსახურების სტანდარტების სრული დაცვა;
** სალარო-აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სასაქონლო ზედნადებებთან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებთან მუშაობა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, თავაზიანი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** ასაკი: 22-დან 28 წლამდე.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** სწრაფად ათვისების უნარი
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

ანაზღაურება: 600 ლარი 6 თვის განმავლობაში, შემდგომ 700 ლარი. (ანაზღაურების ზრდის პერსპექტივით).
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე; 09:00-დან 18:00 საათამდე

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შენიშვნა: ფოტოსურათის გარეშე რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე