საგრანტო კონკურსი - სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგრანტო კონკურსი - სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
გამოქვეყნდა: 6 ნოე / განახლდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
თანდართული ფაილი: 195713-europefound-rfp-civmon.zip
"ევროპის ფონდი" განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების (სსო-ების) საგრანტო მხარდაჭერას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების ინიციატივების განსახორციელებლად და გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშესაწყობად. აღნიშნული მიზნით, "ევროპის ფონდი", პროგრამის "თანამონაწილეობა და მონიტორინგი ცვლილებებისათვის" ფარგლებში, იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სსო-ებს საპროექტო განაცხადების წარმოსადგენად. საგრანტო კონკურსის მიზანია ადგილობრივ დონეზე პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სათემო ჯგუფების, სსოე-ბისა და მედია საშუალებების ინფორმირებული მონაწილეობის გაზრდა სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების, სახელმწიფო რეფორმების მონიტორინგისა და შეფასების წახალისების, საჯარო დისკუსიებისა და სექტორებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

სრული ინფორმაცია იხილეთ თანდართულ დოკუმენტში.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 5 დეკემბერი, 2018 წ.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე