ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება იურიდიულ დეპარტამენტში
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 5 ნოე / ბოლო ვადა: 20 ნოე
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 48 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.

"SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი - აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას იურიდიულ დეპარტამენტში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** იურიდიული დოკუმენტაციის (კონტრაქტები, ბრძანებები, განცხადებები, ა.შ) მომზადება და შემოწმება;
** დოკუმენტაციის მომზადება (განცხადებები/სარჩელები/საჩივრები);
** ანალიტიკური აზროვნება; კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** ორგანიზაციული, ინტერპერსონალური და დროის მართვის უნარები.
** საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
** დოკუმენტბრუნვის წარმოების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონზე ცოდნა/აკადემიური წერის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com 2018 წლის 20 ნოემბრამდე და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "სტაჟიორი იურიდიულ დეპარტამენტში" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე