დამხმარე - ხორცის განყოფილება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დამხმარე - ხორცის განყოფილება
მომწოდებელი: თურსა
გამოქვეყნდა: 5 ნოე / განახლდა: 6 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
სუპერმარკეტი "თურსა" აცხადებს მიღებას ხორცის განყოფილებაში დამხმარედ.

სამუშაო გრაფიკი: დღეში 8 საათი, კვირაში ერთი დღე დასვენება.

ძირითადი მოვალეობები:

** ხორცის დაჭრა,დახლზე განთავსება
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
** მაღაზიაში არსებული სტანდარტის მიხედვით კლიენტთა მომსახურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური ან თურქული ენის ცოდნა.
** ასაკი: 35 წლამდე
** სქესი: მამრობითი

პიროვნული მახასიათებლები:

** მომხმარებელსა და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** მხიარული, მუდამ მომღიმარი, თავაზიანი

აღნიშნულ პოზიციაზე შერჩეულ კანდიდატს მიეცემა გამოსაცდელი ვადა 2 კვირა.

ხელფასი: გამოსაცდელი ვადის შემდეგ პირველი 1 თვის განმავლობაში მიიღებს 400 ლარს, ხოლო 1 თვის შემდგომ 500 ლარს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: Tursaltd@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ - "კონსულტანტი".

კომპანიის შესახებ:

შპს "თურსა" დაარსდა 2009 წლის 21 აპრილს. მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სუპერმარკეტებისა და ჰიპერმარკეტების ქსელები. კომპანია ძირითადად ახორციელებს საქონლის იმპორტს, და ასევე მუშაობს ადგილობრივ მომწოდებლებთან. საქონლის იმპორტი ძირითადად ხორციელდება თურქეთიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე