სადისტრიბუციო კომპანიის გენერალური დირექტორი - FMCG
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სადისტრიბუციო კომპანიის გენერალური დირექტორი - FMCG
მომწოდებელი: ჯობლინკი
გამოქვეყნდა: 5 ნოე / ბოლო ვადა: 5 დეკ
დასაქმების სააგენტო "ჯობლინკი" აცხადებს ვაკანსიას სადისტრიბუციო კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. კომპანიის სადისტრიბუციო კალათა ძირითადად შედგება საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და კვების პროდუქტებისგან (FMCG).

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელების მართვა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** კომპანიის ოპერაციების ხარისხის კონტროლი და გაუმჯობესების გზების ძიება;
** სამუშაო პროცედურების გაუმჯობესება, საჭიროებისამებრ, ახალი პროცედურების შემუშავება და მათი იმპლემენტაციის უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან ურთიერთობის გაღრმავება;
** არსებულ, თუ პოტენციურ მომწოდებლებთან ახალი შესაძლებლობების ძიება;
** კომპანიის თანამშრომლების მოტივაციისთვის აუცილებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, კომპანიის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** სისტემატური პერიოდულობით სამეთვალყურეო საბჭოსთან ანგარიშგება, გაწეული სამუშაოს, ფინანსურ და საოპერაციო შედეგებსა და გეგმების შესახებ;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კონტროლი;
** მარკეტინგული აქტივობის დაგეგმვა და განხორციელების ზედამხედველობა;
** ბაზრის ცვლილებებსა და სიახლეებზე დროული რეაგირება;
** სხვა საქმიანობა, რაც სადისტრიბუციო კომპანიის გამართული მუშაობისთვის არის აუცილებელი.

ძირითადი მოთხოვნები:

** სადისტრიბუციო სფეროში (FMCG) მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება, უმაღლესი ან საშუალო რგოლის მენეჯერის პოზიციაზე;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** მენეჯერული კომპიუტერული პროგრამების სწრაფად ათვისების უნარი;
** უმაღლესი განათლება.

აუცილებელი თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კოლექტივის მოტივირებისა და მართვის უნარი;
** გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** სტრესული გარემოებების მიმართ მდგრადობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "გენერალური დირექტორი".

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე