მოლარე, მოლარე-ოპერატორი - იმერეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე, მოლარე-ოპერატორი - იმერეთი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 29 ოქტ / ბოლო ვადა: 29 ნოე
ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მოლარე და მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა-იმერეთის რეგიონი:

** ქუთაისი
** ამბროლაური
** ბაღდათი
** ხარაგაული
** ხონი
** ლენტეხი
** ონი
** საჩხერე
** სამტრედია
** ჭიათურა
** თერჯოლა
** ტყიბული
** ცაგერი
** წყალტუბო
** ვანი
** ზესტაფონი

შესარჩევი ეტაპი:

** კანდიდატების ტესტირება-გასაუბრება;
** მოკლევადიანი თეორიული და პრაქტიკული სწავლება (პრაქტიკა ქალაქისა/რეგიონის ჭრილში).

ზემოთ მოცემული ეტაპების წარმატებით გავლის შემთხვევაში ანაზღაურების სახით კანდიდატს ჩაერიცხება სტიპენდია, რის შემდგომ იგი გახდება ბანკის თანამშრომელი და დასაქმდება ფილიალსა და მის დაქვემდებარებულ სერვის-ცენტრებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/დამამთავრებელი კურსი (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
** უცხო ენების - რუსული, ინგლისურის კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** მუდმივი მზაობა დახმარებისთვის;
** გუნდური მუშაობის უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე:

"ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე