ქსელური სავაჭრო ობიექტებისა და ჰორეკას განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქსელური სავაჭრო ობიექტებისა და ჰორეკას განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 29 ოქტ / ბოლო ვადა: 29 ნოე
შპს "G&A Group" აცხადებს ვაკანსიას ქსელური სავაჭრო ობიექტებისა და ჰორეკას განვითარების მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით).
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში (საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად).
** მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღების გამოცდილება და ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** პრეზენტაციის ჩატარების და ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მახასიათებლების და HoReCa-ს ქსელის ზედმიწევნით კარგი ცოდნა.
** კლიენტებთან ურთიერთობის დამყარება.
** ახალი ობიექტების მოძიება; ბაზრის კვლევა და ანალიზი.
** შეკვეთების აღება, პროდუქციის რეალიზაცია და თანხის დროულად ამოღება.
** ბიზნეს გეგმების შედგენაში მონაწილეობის მიღება.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

საბოლოოდ შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე