IT სპეციალისტი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT სპეციალისტი - რუსთავი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 11 ნოე
კომპანიას ესაჭიროება კომპანიის IT სპეციალისტი სრულ განაკვეთზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 10:00-19:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათი -პარასკევი (სრული გრაფიკით) შაბათი (ნახევარი დღე)
ანაზღაურება: შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპიუტერული ქსელების დაგეგმვა და გამართვა, სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების კონფიგურაცია;
** კომპიუტერული მოწყობილობების მონტაჟი;
** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** ფილიალში IT დაკავშირებულ პროექტებში დახმარება და მხარდაჭერა,
** ფილიალის ან ცალკეული დეპარტამენტის ტელეფონის, ვიდეოკამერის, ქსელის, მეილის და ა.შ. გამართვა.
** კომპიუტერული საშუალებების შესყიდვა, ინსტალაცია, გაშვება, ფუნქციების შემოწმება და მხარდაჭერა;
** კომპიუტერული საშუალებების შეკეთების ორგანიზება ან შესრულება (გარანტია/გადაცვლა).
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: b.construction360@gmail.com

აუცილებელია "subject" - ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება IT სპეციალისტი!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ ვაკანსიის გამომცხადებელმა კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე