პროგრამისტი/სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამისტი/სტაჟიორი
მომწოდებელი: AzRy
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / განახლდა: 12 ოქტ / ბოლო ვადა: 1 ნოე
"აზრი" არის ლიდერი კომპანია მაღალტექნოლოგიური პროგრამული და აპარატურული (Software/Hardware) პროექტების დეველოპმენტის დარგში. კომპანია ამუშავებს კომპლექსურ გადაწყვეტილებებს ფინანსური, სატრანსპორტო და სამთავრობო სექტორებისთვის.

"აზრი" არის საუკეთესო ადგილი, სადაც შეგიძლიათ განვითარდეთ და ჩამოყალიბდეთ პროფესიონალებად ჩვენს გუნდთან ერთად, ან თუ უკვე ხართ პროფესიონალი ჩვენ გაძლევთ საშუალებას გააკეთოთ საკუთარი შესაძლებლობების სრული რეალიზაცია.

ვეძებთ როგორც დამწყებ ასევე გამოცდილ პროგრამისტებს.

გამოგზავნეთ თქვენი CV თუ ქვედა პოზიციებიდან რომელიმეთი დაინტერესდით. გთხოვთ წაიკითხოთ ვაკანსიის აღწერები.

1. Java Software დეველოპერი/სტაჟიორი

ეს ვაკანსია თქვენთვის არის თუ:

** ხართ სტუდენტი ან უბრალოდ დამწყები პროგრამისტი, რომელსაც აქვს სურვილი დაიწყოს მუშაობა და განვითარდეს. სურვილის გარდა აუცილებელია იყოთ თავდაჯერებული, მოტივირებული და გქონდეთ პროგრამირებისთვის საჭირო საბაზისო ცოდნა.
** გაგაჩნიათ Java-ს და Web-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა.
** პლიუსად ჩაითვლება: Java EE (JPA, CDI, EJB, JMS, JAX-WS, JAX-RS…), Maven, Git

2. Java Software დეველოპერი

ეს ვაკანსია თქვენთვის არის თუ:

** გაგაჩნიათ კომპიუტერული მეცნიერებების საბაზისო ცოდნა.
** გაქვთ Java-ზე პროგრამირების გამოცდილება.
** გაქვთ Web ტექნოლოგიებთან მუშაობის გამოცდილება. (HTML, CSS, JS)
** გიმუშავიათ შემდეგ ტექნოლოგიებთან Java EE (JPA, CDI, EJB, JMS, JAX-WS, JAX-RS…), Maven, Git
** კარგად გესმით რა არის ტრანზაქცია და იცით რას ნიშნავს მონაცემთა ბაზაში ინდექსის დადება.
** შეგიძლიათ თქვენს მიერ დამუშავებულ ერთ სისტემაზე მაინც საუბარი. ყველანაირი სხვა ტექნოლოგიის ცოდნა და კვალიფიკაციის ქონა ჩაითვლება პლიუსად.

რას გთავაზობთ:

** კომფორტულ ოფისს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** კონკურენტულ ანაზღაურებას კვალიფიკაციის მიხედვით
** პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მუშაობას
** თვითგანვითარებისთვის საუკეთესო შესაძლებლობას
** საინტერესო კომპლექსურ პროექტებზე მუშაობას
** გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 1 ნოემბრამდე ელ-ფოსტაზე jobs@azry.com და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ "Java Software Development Intern" ან "Java Software Developer". გასაუბრების დროს შეგატყობინებთ მაქსიმუმ ნოემბრის 10 რიცხვამდე. დაგიკავშირდებით მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ ჩვენს მინიმალურ მოთხოვნებს აკმაყოფილებთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე