საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: HCG - Hotel Contract Georgia
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
კომპანია "HCG - Hotel Contract Georgia" (ინტერიერისა და ექსტერიერის საპროექტო მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უცხოელ მომწოდებლებთან ურთიერთობა;
** ახალი მომწოდებლების მოძიება;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმარება, ორგანიზება და კონტროლი;
** შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის პროდუქტების საფუძვლიანად შესწავლა;
** კორპორატიული კლიენტებისათვის პროექტის მასალების შერჩევა და ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სხვა დაკავშირებული ამოცანები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office - Excel, Word, PowerPoint);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** საქმიანი მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
ანაზღაურება: შეთანხმებით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად ელ-ფოსტაზე administrator@hcg.ge და გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ები მიიღება 2018 წლის 10 ნოემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე