მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტრის თანაშემწე
მომწოდებელი: კაფელის სახლი
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
მაღაზია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტერის თანაშემწეს თანამდებობაზე.

კომპანიის საქმიანობა: სამშენებლო სარემონტო საქონლის იმპორტი და რეალიზაცია.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქავთარაძის ქუჩა 28-30, მაღაზია "კაფელის სახლი"
სამუშაო საათები: 10:00 -18:30.
სამუშაო დღეები: კვირაში ექვსი დღე.

კვალიფიკაცია:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკაში ან ფინანსებში;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამის "Excel"-ის სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.
** სასურველია კომპიუტერული პროგრამა "აპექსი"-ს ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობა;
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ცვლილებებთან შეგუება;
** ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება
** კომუნიკაბელურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის სწრაფი ათვისება
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სამუშაოს დეტალური აღწერა მოხდება შერჩეულ კანდიდატთან უშუალოდ გასაუბრებისას.

რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე, ფერადი ფოტოსურათით. გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე: cvceramichouse@yahoo.com და მიუთითოთ დასაკავებელი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე