ინჟინერ-კონსტრუქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერ-კონსტრუქტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 31 ოქტ
შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი- პარასკევი - 09:00 - 18:00)

ძირითადი მოვალეობები:

** მოქმედი და ამორტიზებული ობიექტების აღდგენა-გაძლიერების საპროექტო (კონსტრუქციული ნაწილი) დოკუმენტაციის, მათ შორის შენობა-ნაგებობებისა და მილსადენების შექმნა;
** ახალი დასაპროექტებელი ობიექტებისთვის შენობა-ნაგებობების, ლითონკონსტრუქციების, მილსადენების და სპეციფიკური ნაგებობების, კონსტრუქციული გაანგარიშებების მომზადება, როგორც ტექსტური ასევე გრაფიკული ნაწილის დამუშავებით;
** სამშენებლო საქმიანობისათვის საჭირო ნორმატიული და კანონქვემდებარე აქტების მოძიება და დეპარტამენტებისთვის გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში მშენებლობის დროს პროექტების სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების დაცვის ტექნიკური ზედამხედველობა;
** საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის გაწევა კომპანიის მომიჯნავე განყოფილებების სამშენებლო- საინჟინრო საკითხების გადაწყვეტაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სამშენებლო სფეროში);
** არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება ინჟინერ-კონსტრუქტორის თანამდებობაზე;
** სამშენებლო სტანდარტების, ნორმებისა და წესების, მშენებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცოდნა;
** შრომისა და შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა;
** გარემოს დაცვის კანონმდებლობის ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა: რუსული ან ინგლისური;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)
** სპეციფიკური კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: AutoCAD Robot, LIRA Construction ან ანალოგიური ტიპის პროგრამაში მუშაობის შესაძლებლობა;
** სასურველია მართვის მოწმობა (B კატეგორია).

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაკისრებული მოვალეობის მაღალი სტანდარტების შესაბამისად ვადებში შესრულების უნარი;
** სტრესულ გარემოში ადვილად ადაპტაციის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახული და განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2018 წლის 31 ოქტომბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შ.პ.ს. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე