გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: აი სი არ ტრეიდი
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
საქართველოს საცალო ვაჭრობის ბაზარზე წარმოდგენილი ერთ-ერთი მსხვილი კორპორაცია "აი სი არ ტრეიდი" ევროპული ბრენდების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარებისა იმპორტიორი კომპანიაა საქართველოში. კომპანია აერთიანებს ისეთ ბრენდულ მაღაზიებს როგორიცაა: "ბატა", "ბამბინო", "ეკკო", "ჯეოქსი", "სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა", "ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა", "კორსო იტალია", "ოკაიდი", "ჟაკადი", "პარფოისი". დღეისათვის კორპორაცია მართავს 60-ზე მეტ მაღაზიას, რომლებიც განთავსებულია როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონსა და ოზურგეთში.

შპს "აი სი არ ტრეიდი" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული; კვირაში 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი, ცვლების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლის მომსახურება დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ საჭიროებისამებრ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
** საქონლის განთავსება დარბაზში დადგენილი წესის შესაბამისად;
** საქონლის განთავსება საწყობში დადგენილი წესის შესაბამისად.

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები: კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული. გამართული მეტყველება, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@icr.ge 2018 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, თემის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში აპლიკაცია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი განაცხადი შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "აი სი არ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის წარმოშობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე