საცალო ვაჭრობის ბიზნეს-აპლიკაციების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო ვაჭრობის ბიზნეს-აპლიკაციების კონსულტანტი
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 11 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
"UGT", ლიდერი IT კომპანია საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას საცალო ვაჭრობის სფეროს ბიზნეს-აპლიკაციების კონსულტანტის პოზიციაზე.

თუ თქვენ გიმუშავიათ საცალო ვაჭრობის (მაღაზიები, სუპერმარკეტები, მაღაზიების ქსელი) სფეროში ბიზნეს-აპლიკაციების (ERP ან სხვა პროგრამების) დანერგვაზე, ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაზე, გაინტერესებთ ეს სფერო და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ პროფესიონალების გუნდს, შეისწავლოთ უახლესი ტექნოლოგიები ამ სფეროში, მაშინ ეს

ვაკანსია თქვენთვისაა:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** LS NAV სისტემის საფუძვლიანი შესწავლა;
** LS NAV სისტემის დანერგვა;
** საცალო ვაჭრობის სფეროს ბიზნეს-პროცესების საფუძვლიანი შესწავლა;
** საცალო ვაჭრობის სფეროს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაზე მუშაობა;
** LS Retail პროდუქტების შესწავლა და დანერგვა;
** LS Retail-ის სისტემების მომხმარებელთა კონსულტაცია და დახმარება სისტემის გამოყენებაში, ტრენინგების ჩატარება;
** კლიენტების მხარდაჭერა LS Retail პროდუქტების გამოყენებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საცალო ვაჭრობის ბიზნეს-აპლიკაციის დანერგვაში მონაწილეობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება ნებისმიერი როლით;
** ქართული ენა - მაღალ დონეზე, ინგლისური - კარგად, რუსული - საკომუნიკაციოდ.
** უმაღლესი განათლება;
** MS Excel, Word, PowerPoint კარგი ცოდნა;
** MS Visio ან პროცესების აღწერის სხვა ინსტრუმენტის ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** გამართულად წერის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** თვით-განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 10 ნოემბრის ჩათვლით ელ.ფოსტაზე: vacancy@ugt.ge და სათაურის ველში მიუთითოთ: "საცალო ვაჭრობის სფეროს ბიზნეს-აპლიკაციების კონსულტანტი"

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება და დამუშავდება "იუ-ჯი-თი"-ში არსებული/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან მიმართებაში 1 წლის განმავლობაში.

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე