ფინანსური ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
შპს "G&A GROUP"-ი 2012 წლიდან წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას რომელიც ახორციელბს ადგილობრივ ბაზარზე გაყინული ხორც პროდუქტების შემოტანას და ნახევარ ფაბრიკატების წამოებას.

შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ თბილისში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) შესაბამისად ყოველკვირეული, თვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის მომზადება;
** სათაო ოფისისთვის ანგარიშის მომზადება;
** მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების დასახვაში მონაწილეობა;
** მიმდინარე ფინანსური პროცესების შეფასება და გასაუმჯობესებლად რეკომენდაციების გაწევა;
** ფინანსური თვის, კვარტალისა და წლის სისტემურ დახურვაში მონაწილეობა;
** ძირითადი საშუალებების კონტროლი;
** საბრუნავი კაპიტალის მართვა და კონტროლი;
** სისტემაში ბუღალტრული ჩანაწერების სისწორისა და სისრულის კონტროლი;
** შიდა და გარე აუდიტისთვის საჭირო ინფორმაციის წარდგენა;
** გარკვეული დეპარტამენტების ბიუჯეტის მომზადება და დანახარჯთა კონტროლი;
** გადახრების ანალიზი;
** პროდუქტების მომგებიანობის ანალიზი;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური მიმართულებით;
** სასურველია მსგავს სფეროში გამოცდილება (1-2 წელი);
** კომპიუტერული პროგრამების - MS Office ცოდნა (MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატიურობა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
საბოლოოდ შერჩეული კანდიდატი დასაქმდება გამოსაცდელი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე