სერვის ცენტრის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სერვის ცენტრის მენეჯერი
მომწოდებელი: ვიანორი
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 25 ოქტ
კომპანია "ვიანორი" საქართველოში უმსხვილესი ბიზნეს ჯგუფის "ვისოლი"-ს შვილობილი კომპანიაა. კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფერო საავტომობილო-ტექმომსახურების სერვის ცენტრების განვითარებაა საქართველოს მასშტაბით.

"ვიანორი" აცხადებს ვაკანსიას სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ხელფასი: 500 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტების შესახებ
** პროდუქტების პრეზენტაცია და მომხმარებლისთვის სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება
** ანგარიშების მომზადება
** მომსახურების ხარისხის მონიტორინგი
** შეკვეთების მიღება და პროგრამაში აღრიცხვა
** დოკუმენტებთან მუშაობა
** პრობლემური სიტუაციების მართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** სხვადასხვა ავტომობილების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა
** არსებული ბაზრის მოთხოვნების და სიახლეების ცოდნა
** სასურველია უცხო ენების (რუსული, ინგლისური) სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** გაყიდვების პრინციპების ცოდნა
** პრეზენტაციის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე