არქიტექტურული პროექტების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არქიტექტურული პროექტების მენეჯერი
მომწოდებელი: SHRE
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 10 ნოე
"SHRE" არის სრული სერვისის არქიტექტურული სტუდია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არქიტექტურის მრავალშრიან სამუშაო პროცესში შევქმნათ ადამიანისთვის სასარგებლო დიზაინ გადაწყვეტები.

ჩვენ ვეძებთ არქიტექტურული პროექტების მენეჯერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს ახალგაზრდა და საკმაოდ პერსპექტიულ გუნდს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციაში შემოსული არქიტექტურული და დიზაინ პროექტების მართვა;
** სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** ბიუჯეტირება ხელმძღვანელების კოორდინაციის ქვეშ;
** პროექტის შემსრულებელ პირებთან კომუნიკაცია, ხარისხის და ვადების კონტროლი;
** პროექტში ჩართული მხარეებისათვის ინფორმაციის მიწოდება/კომუნიკაცია;
** ობიექტის პერიოდული ინსპექტირება;
** პროექტის თანმდევი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** სასურველია არქიტექტურისა და დიზაინის პრინციპების საბაზისო ცოდნა;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პროაქტიულობა (ინიციატივების გამოჩენა)
** დროის მართვის უნარი; ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;
** გამართული მეტყველება/წერა.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა (სწრაფად მზარდი);
** სამუშაო გრაფიკი: სრული, მაგრამ მოქნილი.
** კომფორტული სამუშაო გარემო; აქტიური ახალგაზრდა კოლექტივი.

თუ თვლი, რომ ეს ვაკანსია ზუსტად შენთვისაა, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელ.ფოსტაზე: contact@shre.ge, მანამდე კი შეგიძლია შეათვალიერო ჩვენი ნამუშევრების ძალიან მცირე ნაწილი აქ: http://fb.com/shre.ge; instagram:@shrestudio.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე