ტრენინგისა და განვითარების მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგისა და განვითარების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 24 ოქტ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს.მათ მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია"  ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და  "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.  

ჩვენ გთავაზობთ:

** პატივისცემაზე,პროფესიონალიზმსა და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს.
** ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას;
** კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია   "გორგიას"  მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებასა და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური  გუნდის წევრი!

კომპანია "ბი ემ სი გორგია" აცხადებს ვაკანსიას ტრენინგისა და განვითარების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრენინგის საჭიროებების გამოვლენა და ანალიზი
** ტრენინგების დაგეგმვა-დაორგანიზებაში ჩართულობა
** თიმბილდინგ აქტივობების დაგეგმვა/ჩატარება
** ტრენერის დახმარება ტრენინგების ჩატარებისა და მომზადების პროცესში
** თითოეული პოზიციისათვის საჭირო ტესტირების დაგეგმვა/დაორგანიზება
** სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში მუშაობა
** საკადრო სწავლების ბაზის მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ტრენინგების მიმართულებით
** საორგანიზაციო საკითხების მართვის გამოცდილება
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** აქტიური
** ორგანიზებული
** კრეატიული
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV 24 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject6@gorgia.ge; გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე