უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 10 ოქტ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსი"-ს 23 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

პოზიციის დასახელება: უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
კონკურსის ფორმა: გასაუბრება

ძირითადი მოვალეობები:

** სათაო ოფისში და მაღაზიებში არსებული ვიდეო კამერების მონიტორინგი
** ვიდეო კამერებისა და სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი და ინსტალაცია
** სათაო ოფისში მოსული ვიზიტორების შესაბამის პირებთან გადამისამართება
** ნებისმიერი გამოვლენილი დარღვევის შემთხვევაში უსაფრთხოების სტანდარტით დადგენილი შესაბამისი ზომების მიღება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** თავაზიანობა
** მოწესრიგებულობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@ee.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 21 ოქტომბერი, 2018 წელი.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე