ლოგისტიკის დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოგისტიკის დისპეტჩერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 9 ოქტ / ბოლო ვადა: 21 ოქტ
"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში.

"ბი ემ სი გორგია" ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და "გორგია პრემიუმი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.

ჩვენ გთავაზობთ:

პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს, ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას" მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს,რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური გუნდის წევრი!

კომპანია "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის დისპეტჩერის პოზიციაზე, თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** შიდა გადაზიდვების შესრულება კომპანიაში დადგენილი წესის მიხედვით
** რეალიზებული საქონლის მომხმარებელთან მიტანის უზრუნველყოფა
** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია აღნიშნული მიმართულებით)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** 1C პროგრამის ცოდნა მაღალ დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

გთხოვთ, 21 ოქტომბრამდე გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე: hrproject4@gorgia.ge და გაითვალისწინეთ, რომ აუცილებელია გამოგზავნისას მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე