კატეგორიის კომერციული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის კომერციული მენეჯერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 9 ოქტ / ბოლო ვადა: 8 ნოე
კომპანია  "ბი ემ სი გორგია" აცხადებს  ვაკანსიას სამშენებლო კატეგორიის კომერციული მენეჯერის  პოზიციაზე.

"ბი ემ სი გორგია" ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა, დაარსებული 1998 წელს. "ბი ემ სი გორგიას" მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. "ბი ემ სი გორგია"  ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: "ჰიპერმარკეტი გორგია" და  "ლუსონი". ჰიპერმარკეტები წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, მარნეულში, თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში.  

ჩვენ გთავაზობთ: პატივისცემაზე, პროფესიონალიზმზე და მრავალფეროვნებაზე დამყარებულ სამუშაო გარემოს; ადვილი ადაპტაციისთვის ყველა საჭირო პირობას, კარიერული წინსვლის და დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას.

კომპანია "გორგიას"  მუდმივად აქვს მზაობა არსებული ვაკანტური პოზიციები მისივე თანამშრომლებით დააკომპლექტოს, რაც მათ გამოცდილების გაზრდის საშუალებას აძლევს. ჩვენ ვაფასებთ თითოეული თანამშრომლის გამოცდილებას და ჩართულობას კომპანიისთვის მნიშვნელოვან პროცესებში.

"გორგიას" გუნდის წევრები მუდამ მზად არიან გამოწვევებისთვის, რაც მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გაზრდის და საუკეთესო შედეგის გარანტია.

გახდი ჩვენი პოზიტიური და ინოვაციური  გუნდის წევრი!

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების სრული ციკლის მართვა და კონტროლი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა - არსებული ასორტიმენტის, გაყიდვებისა და ბაზრის  ანალიზის საფუძველზე;
** გაყიდვებისთვის საჭირო აქციებისა და სხვა აქტივობების დაგეგმვა და მართვა;
** პროდუქციის  ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბიზნეს-ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, გაყიდვების სფეროში;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** აუცილებელია ექსელის კარგი ცოდნა და ანალიზის უნარი;
** სასურველია რუსული ან/და  თურქული ენების ცოდნა;
** სასურველია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში,  გამოაგზავნეთ CV 22 ოქტომბრის    ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: hrproject2@gorgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე