ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინსტალატორი
მომწოდებელი: კავკასიის ციფრული ქსელი
გამოქვეყნდა: 8 ოქტ / ბოლო ვადა: 8 ნოე
შპს "კავკასიის ციფრული ქსელი" აცხადებს ვაკანსიას ინსტალატორის თანამდებობაზე.

მდებარეობა: თბილისი
კატეგორია: ტექნიკური განყოფილება
ქვეკატეგორია: ინსტალაცია

ძირითადი მოთხოვნები:

** მიდრეკილება ტექნიკური და სამონტაჟო სამუშაოების მიმართ;
** საშუალო ან საშუალო-ტექნიკური განათლება;
** ხელმარჯვე ტექნიკოსის ჩვევები;
** კომპიუტერის ცოდნა;
** არ უნდა ეშინოდეს სიმაღლეზე (კორპუსის სახურავებზე) მუშაობის;
** ენების ცოდნა არ მოითხოვება;
** სასურველია საკუთარი ავტომობილი;
** კანდიდატი უნდა იყოს ორგანიზებული და დისციპლინებული.

სამუშაო საათები: 10:00-19:00; შესვენება 14:00-15:00; სადილს უზრუნველყოფს კომპანია;
ანაზღაურება: ორიდან სამ თვემდე გამოსაცდელი სტაჟირების პერიოდში - 300 ლარი ხელზე. შემდეგ ყოველთვიური ზრდა 800 ლარამდე ხელზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე(CV), ფოტოსურათით, ქართულ ენაზე, მისამართზე: job@cdn.ge და ელფოსტის "Subject"-ში მიუთითეთ: "CV_Instalator_სახელი გვარი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე