საწყობის დაცვის თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: G&A Group
გამოქვეყნდა: 24 სექ / ბოლო ვადა: 24 ოქტ
შპს "G&A Group", რომლიც წარმოადგენს ლოჯისტიკურ კომპანიას აცხადებს ვაკანსიას სასაწყობე მეურნეობის განყოფილებაში დაცვის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

** ასაკი: შეუზღუდავი
** სქესი: მამრობითი

მოვალეობები:

** კომპანიის შენობის შიგნით წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა.
** კომპანიის გარე პერიმეტრის დაცვა.
** კომპანიის ტერიტორიაზე არსებული ყველა უძრავი ქონების დაცვა.
** კომპანიის შენობაში დანაშაულისა და სხვა სახის სამართალდარღვევათა აღკვეთის თავიდან აცილების უზრუნველყოფა.
** სამაცივრე საწყობში მიღებული და გაცემული ტვირთის კონტროლი, როგორც მანქანებიდან გადმოტვირთვისას ასევე დატვირთვისას.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** სისხარტე;
** პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

პირობები:

** ხელზე ასაღები ანაზღაურება: 650 ლარი
** სამუშაო გრაფიკი: 07:30 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათს 07:30 საათიდან 15:00 საათამდე. დასვენების დღე - კვირა.
** ერთჯერადი კვება და სამსახურეობრივი ფორმით უზრუნველყოფა კომპანიის ხარჯზე.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge და ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე