პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: Mindstream Headhunting & Recruitment
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 29 სექ
დასაქმების სააგენტო "Mindstream Headhunting & Recruitment"-ი აცხადებს ვაკანსიას წამყვანი სადაზღვევო კომპანიისთვის, პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის თანამდებობაზე. 

ძირითადი პასუხისმგებლობები: 

** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციის დროული და სრულყოფილი ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** ცვლილებების შესახებ კორესპონდენციის მართვა, დამუშავება და პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის კორექტულობისა და სრულყოფილების შემოწმება, აღრიცხვა და შენახვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია პოლისების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** არაკონფლიქტურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV  ელექტრონულ მისამართზე: cv@mindstream.ge  და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება  - "პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი" (ლათინური შრიფტით), წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. 

განაცხადები მიიღება 2018 წლის  29 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე