ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: IKMA Georgia
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
კომპანია "IKMA Georgia" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება;
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** მატერიალური მარაგების, ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ხელმძღვანელი პირის მიერ სხვა, დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისი დავალების შესრულება;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტების მომზადება;
** ბიუჯეტთან ანგარიშსწორება;
** ბანკთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით;
** შესაბამის პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბუღალტერიის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** სამომხმარებლო პროგრამების ცოდნა ( Excel-ის ცოდნა);
** ბუღალტრულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება (ORIS);
** ინგლისური და რუსული ენების ცონდა (აუცილებელი)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღე სრულ განაკვეთზე, ორშაბათი-პარასკევი
** სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
** ანაზღაურება: კადრის კვალიფიკაციიდან გამომდინარე (გთხოვთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი ანაზღაურება)

გთხოვთ, გააგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: nina.makatsaria@ikma.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე