ფილიალის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: მადარტ
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

თუ ხარ აქტიური, მოტივირებული და გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, შემოუერთდი ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე ფილიალის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 900 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიის ინტერიერის სისუფთავისა და ჰიგიენის კონტროლი;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური მართვა;
** თანამშრომელთა ვიზუალური იერის (ფორმა, თავსაბურავი და ა.შ) მოწესრიგებულობის მონიტორინგი;
** მაღაზიის თანამშრომელთა ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა და რესურსების სწორად გადანაწილება;
** თანამშრომელთა დასვენების დღეებისა და შესვენების საათების ოპტიმალურად გადანაწილება და შესრულების კონტროლი;
** მაღაზიაში თანამშრომელთა მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ეფექტურად განთავსების დროული უზრუნველყოფა;
** სატრანსპორტო სამსახურთან სრულყოფილ კომუნიკაციასა და ურთიერთობაზე ზრუნვა;
** მაღაზიის დონეზე მომხმარებელთან პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა;
** მაღაზიაში დარჩენილ თანხობრივ ნაშთზე და მის ინკასაციაზე ზრუნვა;
** მაღაზიაში წარმოებული ფინანსური ოპერაციების დღის დახურვის მონიტორინგი;
** ქსელში დაგეგმილი აქციების მაღაზიაში კოორდინაციასა და მართვა;
** მაღაზიაში კვირაში ერთხელ თათბირების ჩატარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება..

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება პერსონალის მართვის კუთხით;
** რუსული ენის ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 სექტემბრამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე