ფინანსური ანალიტიკოსი/დირექტორის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური ანალიტიკოსი/დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: გლდანი მოლი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსი/დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერა:

** სავაჭრო ცენტრის ფინანსური საქმიანობის ანალიზი და მიმდინარე ანალიტიკური რეპორტების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში ახალი რეპორტების ფორმების შემუშავება, დანერგვა;
** შიდა კონტროლის პროცედურების დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა კონტროლის პროცედურებში მონაწილეობა;
** არსებული მოიჯარეების ფინანსურ განყოფილებებთან ურთიერთობა;
** მოიჯარეების ყოველთვიური გადასახადის დაანგარიშება, ინვოისინგის პროცესის მონიტორინგი;
** არსებული მოიჯარეების მიერ საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულებების (დებიტორული დავალიანება) ანგარიშის მომზადება, კონტროლი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** დირექტორის ასისტირება სავაჭრო ცენტრის მართვასთან დაკავშირებულ სხვა საქმიანობაში.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა
** პუნქტუალური, მოწესრიგებული
** ენერგიული
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია აღნიშნულ სფეროში გამოცდილება

ანაზღაურება: 800 ლარი
სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი "გლდანი მოლი", თბილისი (მეტრო "ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორია)

კანდიდატები, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს, უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე(აუცილებლად ფოტოსურათით) მისამართზე: hr.manager.mall1@gmail.com

გთხოვთ, გზავნილში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური ანალიტიკოსი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე