ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აბუ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია - შპს `აბუ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

კლიენტი კომპანიებისათვის ბუღალტრული და საგადასახადო პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფა, შემდეგი მიზნით:

** ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
** მიმდინარე ბუღალტრული გატარებების წარმოება და კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება;
** დღიური საბუთების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები), წარმოება და დაარქივება;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური რეპორტების მომზადება კომპანიის მენეჯმენტისათვის.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
** ამ სფეროში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტერის პოზიციაზე
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის სრულყოფილად ცოდნა
** საბუღალტრო პროგრამის Oris, 1С-ის და MS Office პროგრამების სრულყოფილი ცოდნა - სასურველია
** გადაწყვეტილების მიღება, ეფექტური მართვა და ზედამხედველობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** ქართული და რუსული ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა თავისუფლად სავალდებულოა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე რუსულ ენაზე, ელექტრონულ მისამართზე: guney.kalaeva@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე