ჟურნალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჟურნალისტი
მომწოდებელი: edu.aris.ge
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 22 სექ
საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი "Edu.aris.ge" აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე სრული განაკვეთით და ეძებს გამოცდილ, კომუნიკაბელურ, ენერგიულ, შედეგებზე ორიენტირებულ კანდიდატს.

სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

საქმიანობის აღწერა: ბეჭდური მასალების მოძიება და მომზადება განათლებისა და მის მონათესავე თემატიკაზე - რეპორტაჟი, ინტერვიუ, ნიუსი (მათ შორის რედაქტორის დავალებით). მეტი აქცენტი გაკეთდება სტატიებზე და არა ანონსებიდან მოტანილ მოკლე ნიუსებზე. მაძიებელს უნდა შეეძლოს, წარმოადგინოს მის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი სტატიების, რეპორტაჟების ან სხვა მასალების ინტერნეტ-ბმულები ან ფაილები.

აუცილებელი მოთხოვნები: კანდიდატს უნდა შეეძლოს მასალის დამუშავება, ჰქონდეს სრულყოფილი სტატიის მომზადების უნარი, რომელიც გამყარებულია გამართული წერის უნარით, ასევე თემისა თუ ინფორმაციის თავად მოძიების შესაძლებლობა.

აუცილებელია გასვლით ღონისძიებებზე, ანონსი/ბრიფინგი/აქცია მუშაობის გამოცდილება რაც გულისხმობს ნიუსის ადგილიდან მოწოდების სისხარტესა და ხარისხის შენარჩუნების უნარს.

თქვენი კანდიდატურა არ განიხილება, თუ ვერ აკმაყოფილებთ დაწესებულ მოთხოვნებს.

ანაზღაურება: გასაუბრების საფუძველზე შერჩეული კანდიდატი გაივლის ტესტირებას (მიიღებს რეალურ დავალებებს), რომლის წარმატებით შესრულების შემთხვევაში ის გახდება edu.aris.ge-ს გუნდის წევრი და ექნება მომხიბვლელი მოჭრილი ანაზღაურება, დამატებით ადეკვატურად ფასდება გამორჩეული მასალების მომზადება (ყველაზე საინტერესო, ყველაზე კითხვადი, ექსკლუზიური).

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 22 სექტემბერი, 2018.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით და სამოტივაციო წერილით მისამართზე: jur-cv@aris.ge

შემოუერთდით არის.ჯი-ს გუნდს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე