გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - რუსთავი
მომწოდებელი: Avon
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
საერთაშორისო კომპანია "ეივონ კოსმეტიკს საქართველო"  ეძებს მოტივირებულ,  ენერგიულ და  მონდომებულ  გაყიდვების გუნდის ახალ წევრს - გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ რუსთავში

მენეჯერი პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფაზე კონკრეტულ ტერიტორიაზე: 

** გაყიდვების წლიური, კვარტალური და ყოველკვირეული დაგეგმარებაზე.
** სამოქმედო გეგმის შექმნასა და შესრულების კონტროლზე
** გუნდისთვის ახალი წარმომადგენლების მოზიდვაზე, მათ სწავლებასა და განვითარებაზე
** კომპანიასა და გაყიდვების გუნდს შორის ეფექტურ კომუნიკაციაზე.

ჩვენი გუნდის წევრი უნდა იყოს:

** მომხმარებელზე ორიენტირებული - რადგან ჩვენი  მიზანია მივაწოდოთ მათ საუკეთესო სერვისი 
** ლიდერი - რომელიც მისცემს თავის გუნდს სწორ მიმართულებას და მაქსიმალურად მისცემს მათ განვითარების საშუალებას
** კომუნიკაბელური - მას უნდა ჰქონდეს ეფექტური კომუნიკაცია როგორც მომხმარებელთან, ასევე პარტნიორებთან და უნდა გაუზიაროს ერთმანეთის მოთხოვნილებები
** შედეგზე ორიენტირებული - რომელიც ნებისმიერი სირთულის და პრობლემის გადასალახად იქნება მზად შედეგის მისაღწევად.

სავალდებულოა:

** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა 
** კომპიუტერული უნარები (Word, Excel, PowerPoint)
** მართვის მოწმობა.

 ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენუნარიან ანაზღაურებას 3 კვირაში ერთხელ
** ავტომობილს
** თანხას ბიზნესის განვითარებისათვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა  CV გამოაგზავნეთ 2018 წლის 30 სექტემბრამდე, ელ.ფოსტის მისამართზე: georgiahr@avon.com

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე