პროექტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: დიზაინ აქცენტი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
კომპანია "Design Accent" (სამშენებლო და სარემონტო/ფიტ აუტ სამუშაოები, ინტერიერისა და ექსტერიერის მასალების ხარისხის კვლევა, ანალიზი, იმპორტი) აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის (სამშენებლო, სარემონტო/ფიტ აუტ) ბიუჯეტი, დაგეგმვა, გეგმის შესრულების კონტროლი, კოორდინაცია და მართვა, ადმინისტრირება, მონიტორინგი/შეფასება, რეპორტინგი.
** პროექტისათვის საჭირო პროდუქციის მომწოდებელთა შერჩევა და მათთან ურთიერთობა.
** პროექტის ფარგლებში ხელშეკრულებების, ინვოისების წარმოება და სხვა საჭირო დოკუმენტაციის დროული წარმოება.
- პროექტისთვის საჭირო გარე ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების მოძიება, მათან მოლაპარაკებების წარმოება;
** პროექტის ფინანსრუი ანალიზი და კონტროლი;
** ობიექტებზე რესურსების სწორი, დროული გადანაწილება და კოორდინაცია;
** შესყიდვების და ლოჯისტიკის პროცესის კონტროლი (შესყიდვების სამსახურთან ერთად მომწოდებლებთან ურთიერთობა, მასალის საჭიროების განსაზღვრა, შეკვეთა და მიწოდების ვადების კონტროლი);
** პროექტების მიმდინარეობის სტატუსის პერიოდული შემოწმება და რეპორტინგი;
** გარე და შიდა ფაქტორების გათვალისწინებით პროექტის გეგმის ადაპტაცია;
** დამკვეთთან ურთიერთობა, განახლებული ინფორმაციის მიწოდება პროცესის მიმდინარეობის შესახებ;
** დასრულებული პროექტების შემდგომი ანალიზი მენეჯმენტთან ერთად

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მშენებლობა/ბიზნეს ადმინისტრირების /ფინანსური/ეკონომიკური განხრით)
** თეორიული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სამშენებლო ან და ინტერიერის მოპირკეთებითი სამუშაოები (ფიტ აუტ)
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** MS Project ან სხვა ანალოგიური პროექტის მართვის პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;
** MS Office ის პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** AUTOCAD -ის პროგრამის ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენის სრულყოფილად ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV და ფოტოსურათი ელექტრონულ ფოსტაზე: administrator@designaccent.ge. სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

CV-ები მიიღება 2018 წლის 30 სექტემბრამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე