ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 23 სექ
კომპანია "ბიდიო" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.

"ბიდიო" არის აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. 200-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 162 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ლიდერი, მე-3 პოზიცია უკავია წამყვან აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

ვაკანსიის დასახელება: ოპერატორი, ბუღალტრული აღრიცხვის აუთსორსინგის განყოფილება
სამუშაო საათები: სრული
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი

ფუნქცია/მოვალეობები:

** სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა
** დღიური საბუთების წარმოება და შენახვა კომპანიის პროცედურების შესაბამისად
** RS.ge - ზე დოკუმენტაციის ატვირთვა/ჩამოტვირთა

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის მიმართულებით
** RS-თან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია 1C სააღრიცხვო პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე მისამართზე: hr@bdo.ge. გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "ოპერატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 23.09.2018

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის/სტაჟირების ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით ჩვენ და ჩვენთან აფილირებულ პირებს (დამფუძნებელი/შვილობილი კომპანიები) უფლებამოსილებას გვანიჭებთ განვახორციელოთ მოცემული ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის მოწოდებული (გადმოგზავნილი) რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის დამუშავება, მათ შორის ბაზაში შენახვა, არაუმეტეს მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულის მიზანია, სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ თქვენი კანდიდატურაც. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი გზავნილი შეიცავს სხვის პერსონალურ მონაცემებს(აც) ასეთ შემთხვევაში, თქვენ გეკისრებათ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნების უპირობა დაცვა. მნიშვნელოვანია, აცნობიერებდეთ, რომ უკანასკნელ შემთხვევაში, ინფორმაციის სუბიექტის ინფორმირება და მისგან სათანადო წესით მოპოვებული თანხმობის მოპოვების ვალდებულება ჩვენთვის მისი მონაცემების მოწოდებაზე გეკისრებათ თქვენ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე