სამზარეულოს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამზარეულოს მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
თბილისის  თავისუფალი   ვალდორფის   სკოლა-ბაღი 1994 წელს  დაარსდა და აგერ უკვე  24 წელია  წარმატებით  ახორციელებს  თავის  საქმიანობას  ქართულ  საგანმანათლებლო  სივრცეში.   სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასევე  სტრუქტურული  მხარე  მკვეთრად განსხვავდება  ქვეყანაში  არსებული  სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან, რაც  უფრო  საინტერესოს  ხდის   ჩვენთან  დასაქმებას.

სკოლა  აცხადებს   ვაკანსიას  სამზარეულოს მენეჯერის  პოზიციაზე.

სამუშაო  პირობები:                        
                    
ვაკანსიის  ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (საბურთალო, თოფურიას 2.)
სამუშაო  გრაფიკი:   ორშაბათი-შაბათი, 09.00.სთ -17.00.სთ.

ძირითადი  ფუნქცია- მოვალეობები:

** სამზარეულოს გუნდის შეკრება (მზარეული, კონდიტერი, ჭურჭლის მრეცხავი)
** სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა
** სამზარეულოს მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება, შრომისა და უსაფრთხოების წესების, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა-დაცვა
** მენიუსა და საკვები ულუფის  თვითღირებულების ელექტრონული კალკულაცია 
** პროდუქტის შესაბამისობის სერთიფიკატით მიღების, შენახვის, დეფროსტაციის, (გალღობა)და მომზადების პროცედურების სრული დაცვა 
** ნედლეულის ხარისხისა და წონის კონტროლი
** სურსათისა და სამზარეულოსთან დაკავშირებული სხვა შესყიდვების ეფექტიანი ხარჯვა.
 
    საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

** უმაღლესი ტექნიკური ან კვების მრეწველობის მიმართულებით პროფესიული განათლება
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა
** ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა - განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების  შესახებ.
 
დამატებითი   უნარები: 

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი
** სტრესული სიტუაციების მართვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა.

ჩვენ გთავაზობთ: 

** თბილ და მეგობრულ  გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და 
** ეფექტურად განსახორციელებლად.   ჯანმრთელობის   დაზღვევის   სტანდარტულ   პაკეტს.

შერჩევის   მეთოდი: შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს - რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება. 

დაინტერესებულმა   პირებმა   რეზიუმეს  შემცველ  ფაილს დაარქვით თქვენი  სახელი და გვარი. წერილის სათაურში  მიუთითეთ  ის  ვაკანსია, რომელზედაც  აგზავნით   თქვენს  მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge
       
გისურვებთ   წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე