გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: POS.GE
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
შპს "POS.GE" დაარსდა 2011 წელს. შპს "POS.GE" მუშაობს შემდეგი მიმართულებით: 1. POS (სავაჭრო ტექნიკა და ინვენტარი) სისტემები; 2. სათვალთვალო და დაცვის სისტემები; 3. სამარკეტო და სასაწყობო თაროები. შპს "POS.GE"-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

შპს "POS.GE" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: გრაფიკული დიზაინერი.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის გათვალისწინებით.

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი
** ენების ცოდნა: რუსული - კარგად
** გრაფიკულ პროგრამებში - Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Indesign, CorelDraw, 3Ds Max
** ვებგვერდების გრაფიკული დიზაინის და ინფოგრაფიკების მომზადების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

მოვალეობები:

** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალების დიზაინის მომზადება და კორექტირება;
** სოციალური ქსელებისთვის აუცილებელი ვიზუალური მასალის შექმნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** წინასწარ გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კრეატიული და სხარტი აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: info@pos.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე