გამყიდველი ჯიხურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გამყიდველი ჯიხურში
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ჯიხურის გამყიდველის პოზიციაზე თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://nikora.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** მოხმარებლის თავაზიანი დახვედრა
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შერჩევაში დახმარების გაწევა
** პროდუქციის განლაგების სტანდარტების დაცვა
** შეკვეთის დროულად მომზადებისა და მიწოდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** არითმეტიკული ოპერირების უნარი

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გამყიდველი ჯიხურში".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე