მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობამ, ბოლო მონაცემებით, 3000-ს გადააჭარბა.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი ექსპედიტორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე - http://nikora.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** სადისტრიბუციო მანქანის პროდუქციით დატვირთვა
** სავაჭრო ობიექტების მომარაგება
** სავაჭრო ობიექტიდან სხვა სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის გადატანა
** მობრუნებული პროდუქციის მოტანა საწარმოს ტერიტორიაზე
** ყუთების დასაწყობება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა (C კატეგორია)
** უმაღლესი განათლება (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება (სასურველია)

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარეობა

სამუშაო გრაფიკი - 8 საათი, მცოცავი გრაფიკი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე - staff@nikoratrade.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი ექსპედიტორი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე