კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 14 ოქტ
სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის მატრიცის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება
** ადგილობრივ პარტნიორებთან შეხვედრების პროცესში მონაწილეობის მიღება
** ახალი პოზიციების დამუშავება; ხარისხის,შესასყიდი ფასის და ბაზარზე სარეალიზაციო ფასის შემოწმება.
** საბაზისო ფასების დადგენაში მონაწილეობის მიღება
** კონკურენტების ანალიზი და ფასის კონტროლი
** ყოველთვიური აქციების დამუშავება და მომწოდებლებთან დაგეგმვა
** საქონლის ნაშთების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** შედეგზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე