სტაჟირება მიკრო დაკრედიტების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება მიკრო დაკრედიტების მიმართულებით
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
სს  "ტერაბანკი"   თბილისში აცხადებს  სტაჟირებას მიკრო დაკრედიტების მიმართულებით.

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
** სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
** თეორიული კურსის გავლის შემდეგ პრაქტიკული სტაჟირება ანაზღაურებადია
** კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ  გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (კონკურსში ასევე მონაწილეობა შეუძლიათ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს)
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ინგლისური ენის სასაუბრო  დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
 
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობა.

სტაჟიორის შერჩევა ხდება კონკურსის წესით - ტესტირებისა და ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულმა პირებმა 28 სექტემბრის 18:00 სთ-მდე  უნდა გამოგზავნონ CV მისამართზე: career@terabank.ge 

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გასაუბრებისათვის მოწვეული იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემული ვაკანსიის მოთხოვნებს. სატელეფონო ზარები არ მიიღება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე