საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: ბაზისბანკი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ
სს "ბაზისბანკი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** საცალო გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელობა და სამუშაო პროცესის ორგანიზება;
** ჯგუფის თანამშრომლების მიერ მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულების მონიტორინგი და პერიოდული ანალიზი;
** ბანკის საცალო გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
** ბაზრის შესწავლა, ხელმძღვანელობისათვის მომსახურების ახალი ფორმების დანერგვასა და არსებულის გაუმჯობესების შესახებ წინადადებების წარდგენა;
** მოზიდული მნიშვნელოვანი კლიენტების ბაზის მუდმივი მონიტორინგი, მათთან უშუალო კონტაქტი, დამატებითი მომსახურების შეთავაზების და კეთილგანწყობის შენარჩუნების მიზნით;
** გაყიდვების მიმართულებით სხვადასხვა აქციების დაგეგმვა და განხორციელება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ან ეკონომიკის სფეროში);
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბანკის გაყიდვების ან საკრედიტო განყოფილებაში;
** სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** მუდმივად თვითგანვითარების სურვილი;
** მჭიდრო გრაფიკის პირობებში მუშაობის შესაძლებლობა;
** კომუნიკაბელურობისა და მომხმარებლის მომსახურების კარგი უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;

განაცხადის შესატანად, გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს: http://career.basisbank.ge/Job/94/Apply

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 სექტემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის შედეგად სიაში მოხვედრილ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე