მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

შპს "ჯიბე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქ. რუსთავი, ქ. თელავი, ქ. გორი, ქ. ზესტაფონი, ქ. ქუთაისი, ქ. სამტრედია, ქ. ზუგდიდი, ქ. ბათუმი, ქ. ახალციხე, ქ. ახალქალაქი.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება: კვირაში 4 დღე (40 საათი), 350 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში არსებული პროდუქციაზე და ასორტიმენტზე მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლის მომსახურება კომპანიაში არსებული სტანდარტებით;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ვადების კონტროლი და მუდმივი განახლება;
** მიმდინარე ფასდაკლებებისა და ღონისძიებების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** რეალიზაციის აღრიცხვა პროგრამაში არსებული წესით.

მოთხოვნები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** კარგი მათემატიკური უნარები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე