მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 13 სექ / ბოლო ვადა: 13 ოქტ
სს "ნიკორა ტრეიდი" ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://nikora.ge/

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი, სწრაფი და ეფექტური მომსახურება
** პროდუქციის და ფასმაჩვენებლების განლაგების სტანდარტების დაცვა
** სალარო ოპერაციების წარმოება სტანდარტების დაცვით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** არითმეტიკული ოპერირების უნარი
** აპექსის პროგრამაში მოლარედ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** თავაზიანობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ენერგიულობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - staff@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე - კონსულტანტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე