ავტო-გაქირავების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტო-გაქირავების მენეჯერი
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ავტო-გაქირავების მენეჯერის პოზიციაზე კომერციულ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** გასაქირავებელ სტოკში არსებული ავტომობილების წესრიგისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
** გაქირავებისა და ჩაბარების სრული ციკლის მართვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ავტომობილების მიწოდების უზრუნველყოფა თბილისისა და რეგიონების მასშტაბით;
** ავტომობილებთან დაკავშირებული დაზღვევის ადმინისტრირება და სადაზღვევო პირობების შესრულებაზე ზრუნვა;
** ბიუჯეტირება და ხარჯების აღრიცხვა - ავტომობილებთან დაკავშირებული რეგულარული ხარჯების პროგნოზირება და ანალიზი;
** ავტომობილების შესაბამის ლოკაციებზე განთავსებისა და ნებართვებთან დაკავშირებული პროცედურების დაცვის უზრუნველყოფა;
** ცნობადობის ამაღლებასა და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზე ზრუნვა;
** პროექტის სამიზნე სეგმენტის განსაზღვრაში მონაწილეობა, რეალიზაციის ახალი არხების მოძიება და არსებული არხების სტიმულირება;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება;
** ფასთა დინამიკის მუდმივი მონიტორინგი გაქირავების ბაზარზე;
** ტესტ-დრაივების ორგანიზება;
** მონაცემთა ბაზების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში პროგრამული გატარებების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში მძღოლების მოძიებასა და კოორდინირებაზე ზრუნვა;
** პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საავტომობილო სფეროს საბაზისო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ავტო-გაქირავების სფეროში);
** MS Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/167 და შეავსეთ აპლიკაცია.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე