ბრენდ მენეჯერი, ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი, ბრენდ მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ჯეოსტარი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
სადისტრიბუციო კომპანია შპს "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიებს:

1. ბრენდ მენეჯერი თბილისში.

მოვალეობები:

** ბრენდის/ბრენდების მართვა და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
** მარკეტინგული ბიუჯეტის (შემოსავლებისა და ხარჯების) მართვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა (არხებისა და რეგიონების მიხედვით), განხორცილება და კონტროლი; ასევე განხორცილებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის შეფასება;
** პარტნიორებთან (ბრენდის მომწოდებელთან, ადგილობრივ კლიენტებთან) მოლაპარაკებების წარმართვა და კომპანიისთვის მაქსიმალურად სასარგებლო შეთანხმებებს მიღწევა.
** ფასდაკლებების სისტემის შექმნა
** საფასო პოლიტიკის შემუშავება - სადისტრიბუციო და თაროს ფასების განსაზღვრა და კონტროლი;
** სადისტრიბუციო ქსელის ობიექტების სისტემატიური აუდიტი, საკვანძო კლიენტებთან ურთიერთობა, ბაზრის კვლევა,
** სავაჭრო პერსონალის გუნდის მართვა, ამ გუნდის განვითარებაზე ზრუნვა
** ზრუნვა დისტრიბუციის ხარისხობრივი და რაოდენობრივი დონის ზრდაზე;
** კონკურენტის მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების კონტროლი და ანალიზი, ანალიზის შედეგად ღონისძიებების გატარება;
** ნაშთების კომპანიაში შემუშავებული სტანდარტების მიხედვით მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის/ეკონომიკის განხრით;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); Excel-ის გაძლიერებული ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური და ქართული ენების სრულყოფილი ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე;
** ან ანალიტიკური აზროვნება, ლიდერული თვისებები
** ენერგიული და კომუნიკაბელური.
** მოტივირებული, მიზანდასახული, შედეგზე ორიენტირებული;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: office-manager@geostar.ge

გისურვებთ წარმატებას!

2. ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

მოვალეობები:

** ბრენდის/ბრენდების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავება და მისი ანალიზი
** კონკურენტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. კონკურენტის მარკეტინგული აქტივობებისა და ფასების ყოველთვიური რეპორტის მომზადება
** კომპანიის შიდა და გარე დანიშნულების გეგმიური, თუ არაგეგმიური რეპორტების მომზადება;
** კომპანიის ფასდაკლებების სისტემის კონტროლი;
** სარეკლამო მასალებისა და სააქციო პროდუქციის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office); სასურველია MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: office-manager@geostar.ge

აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე