ტანსაცმლის შოურუმის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტანსაცმლის შოურუმის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: ანოუკი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 27 აგვ
"ანოუკი" აცხადებს ვაკანსიას ტანსაცმლის შოურუმის მენეჯერის ასისტენტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

** შოუ რუმში დარბაზში წარმოდგენილი პროდუქტისა და პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
** მომხმარებლის ეფექტიანად კონსულტირება და პროდუქციის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება;
** მომხმარებლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა;
** ეფექტიანი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომწოდებლებთან თანამშრომლობა;
** დიზაინერთან თანამშრომლობა;
** შოუ რუმის პერსონალის ტრენინგში მონაწილეობა;
** ანგარიშების მომზადება კორპორაციაში დადგენილი წესით;
** კორპორაციის მატერიალურ აქტივზე სრული მატერიალური პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული შინაგანაწესის დაცვის უზრუნველყოფა;
** შოუ რუმის მუშაობისათვის დამტკიცებული პროცედურების შესრულება და მართვა;
** გაყიდვებისა და პროდუქტის შეკვეთის ყველა დამტკიცებული პროცედურის ზედმიწევნით დაცვა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის აღწერა და შესაბამისი მატერიალური პასუხისმგებლობა;
** მაღაზიის სასაქონლო მარაგის დადგენილი წესის შესაბამისად მართვა;
** სალარო პროცედურების ზედმიწევნით დაცვის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის პერსონალის მართვა;
** გაყიდვების ანალიზი კომპეტენციის ფარგლებში;
** კომპანიის დამტკიცებული პროცედურების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ტანსაცმლის გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

კომუნიკაბელური, აქტიური, თავაზიანი, ორგანიზებული, მოწესრიგებული, დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; სიახლეების სწრაფი შესწავლის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით job@anouki.com ამა წლის 27 აგვისტოს ჩათვლით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე