უმცროსი Full-Stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უმცროსი Full-Stack დეველოპერი
მომწოდებელი: Laniakea
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
"ლანიაკეა" არის სუპერ-გროვა სადაც მზის სისტემა და დედამიწა მდებარეობს. შპს "ლანიაკეა" ეს არის ჰოლდინგური კომპანია, რომელსაც რამდენიმე მიმართულება გააჩნია, მათ შორის მსხვილი ტექნოლოგიური პროექტების განხორციელება საქართველოში. ჩვენ ვეძებთ Junior Full-Stack Developer-ს, რომელიც შეუერთდება ონლაინ პლატფორმის დეველოპმენტის პროცესს და ასევე მიიღებს მონაწილეობას კომპანიის სხვა საინტერესო პროექტებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** PHP, HTML, CSS JavaScript
** უპირატესობა: Codeigniter, Laravel
** სასურველია წარსულში ონლაინ ყიდვა/გაყიდვის პლატფორმის დეველოპმენტის გამოცდილება
** სალაპარაკო ინგლისური ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

** პლატფორმის დამფუძნებლებთან და Senior Full-Stack Developer-თან ერთად კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** პლატფორმის აწყობა Senior Full-Stack Developer-თან ერთად

რას გთავაზობთ ჩვენ:

** თანამედროვე, მოქნილ და ინოვაციურ სამუშაო გარემოს სადაც ყველა თანამშრომლის აზრი მნიშვნელოვანია (ოფისი და სამუშაო ადგილი მდებარეობს თბილისში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე)
** ყოველთვიური ანაზღაურების გარდა, რაც კანდიდატის გამოცდილებაზე იქნება დამოკიდებული, გთავაზობთ კომპანიის აქციებს დამატებით ბონუსად

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: team@laniakea.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე