უძრავი ქონების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უძრავი ქონების აგენტი
მომწოდებელი: სფერო ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
დეველოპერული კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სააკაძის შესახვევი 2, 11ა.

ფუნქციები:

** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური სამუშაო გეგმის შესრულება
** უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა ან გაქირავება-დაგირავება
** კლიენტების კონსულტაცია და ზარებზე პასუხი
** ობიექტების (შენობების, ოფისებისა და ა.შ.) ჩვენება-დათვალიერება
** გარიგებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება
** ხელშეკრულებების გაფორმება
** კლიენტების ძიება და კლიენტთა ბაზის გაზრდა
** ყოველდღიური ანგარიშის მომზადება ჩატარებულ სამუშაოზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office)
** გაყიდვების აგენტად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება აუცილებელი არ არის
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
** აუცილებელია ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა (მეტყველება/წერა)

აუცილებელი მოთხოვნები:

** პოზიტიური აზროვნება
** გუნდურობა
** თვითგანვითარებაზე მუშაობა
** ბიზნესის სწავლის სურვილი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი
** პუნქტუალურობა
** კომუნიკაბელურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი

კანდიდატი შეირჩევა ორ ეტაპად:

** რეზიუმეების (CV) განხილვა
** გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოგზავნოთ ელექტრონული ფოსტით sferoholding1@gmail.com და ველში "Subject" მიუთითეთ პოზიციის დასახელება, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში განიხილება თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე