ქეშ კონტროლიორი, გეიმ კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ქეშ კონტროლიორი, გეიმ კონტროლიორი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
ბუკმეიკინგისა და ონლაინ თამაშების სფეროში წამყვან პოზიციაზე მოღვაწე კომპანია, რომელსაც ინოვაციური, სრულყოფილი, დაცული ონლაინ სათამაშო პორტალი აქვს - ეძებს ახალგაზრდა, გონებამახვილ, მოტივირებულ, ამბიციურ, წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს ქეშ კონტროლისა და გეიმ კონტროლის მიმართულებით სამუშაოდ.

ჩვენ გთავაზობთ: სწრაფად მზარდ და დინამიურად განვითარებად, სტაბილურ კომპანიაში მუშაობას კარგი ანაზღაურებით, სადაც მომხმარებელს მომსახურების მხოლოდ საუკეთესო გამოცდილებას ვთავაზობთ, რაც ნოვატორული და კრეატიული პროდუქტებისა თუ პროექტების და მათ ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული მომსახურების მაღალი სტანდარტის შეთავაზებას გულისხმობს.

დასაქმებას კომპანიაში, სადაც თანამშრომლებისთვის შექმნილია კომფორტული სამუშაო გარემო, მენეჯმენტის ძალისხმევა კი მიმართულია თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარებისკენ, რასაც საუკეთესო კანდიდატების მოზიდვის, მათი მხარდაჭერის, კონკურენტუნარიანი სამუშაო პირობების, ტრეინინგების და დაწინაურების უზრუნველყოფის გზით ახორციელებს.

თუკი შენ:

** გაქვს უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით ან ხარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** იცი ინგლისური ენა
** იცი კომპიუტერული საოფისე პროგრამები
** გაქვს სხარტი, ლოგიკური აზროვნება
** გაქვს სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** ხარ შრომისმოყვარე
** გაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა
** ხარ პუნქტუალური და დისციპლინირებული
** შეგიძლია სტრესულ გარემოში მუშაობა
** ხარ დეტალებზე ორიენტირებული
** ხარ კომუნიკაბელური
** შეგიძლია ჯგუფში/გუნდში მუშაობა
** ხარ ორგანიზებული

მაშინ, გთხოვ გამოგვიგზავნო CV მისამართზე: staffrecruitmentgeo@gmail.com არა უგვიანეს 2018 წლის 10 სექტემბრისა. წერილის თემის გრაფაში მიუთითე ქეშ კონტროლი ან გეიმ კონტროლი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია: აღნიშნული ვაკანსიებისთვის განიხილებიან გამოცდილების არმქონე დაინტერესებული კანდიდატები, რომელთა გადამზადებას უზრუნველყოფს კომპანია.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე