პროგრამული პროდუქტების ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული პროდუქტების ტრენერი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 24 აგვ
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს პროგრამული პროდუქტების ტრენერის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სახელფასო ანაზღაურება: 600-900 ლარი;

ძირითადი მოვალეობები:

** თანამშრომლების დატრენინგება კომპანიაში არსებულ პროგრამულ პროდუქტებში.
** თანამშრომლების კონსულტირება პროგრამული პროდუქტების გამოყენებაში.
** პროგრამული პროდუქტების მომხმარებლის სახელმძღვანელო დოკუმენტაციის დაწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამული პროდუქტების სწავლების (ტრენინგების ჩატარების) გამოცდილება ან პროგრამული პროდუქტების დანერგვის გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 24 აგვისტო, 2018.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/programuli-produqtebis-treneri-tbilisi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე